суббота, 14 ноября 2009 г.

წყალი



1. პროექტის სახელი: წყალი

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან წყალს სხვადასხვა სასწავლო საგნის თვალსაზრისით


3 პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან წყალს
სხვადასხვა საგნობრივი კუთხით

ფიზიკა (წყლის ფიზიკური თვისებები: მყარ მდგომარეობაში გადასვლისა და დუღილის ტემპერატურები, წნევა, სიმკვრივე, ამომგდები ძალა, ტალღები, წყლის გამოყენება ელექტროენერგიის მისაღებად, წყლის ბრუნვა ბუნებაში, ღრუბელი, წვიმა, სეტყვა, თოვლი, ფიფქები, ცისარტყელა. მძიმე წყალი).

ქიმია (წყლის ქიმიური თვისებები: ფორმულა, მოლეკულური აგებულება, ანომალიური თვისებები, მოსწავლეები ჩაატარებენ ცდებს მდინარის, ტბისა და სასმელი წყლის შემცველობაზე და სხვა).

ბიოლოგია (წყლის როლი სიცოცხლის წარმოშობისა და შენარჩუნების საქმეში, წყალი ცოცხალ ორგანიზმში, წყლის გამაჯანსაღებელი და სამკურნალო თვისებები, წყალი ჰიგიენის თვალსაზრისით, სიცოცხლე წყალში)

გეოგრაფია (წყალი ბუნებაში: ოკეანეები, აისბერგები, ზღვები, ტბები, მდინარეები, წყაროები, გრუნტის წყლები, გეიზერები, საქართველოს სამკურნალო წყლები - სასმელი და აბაზანებისათვის, წყლის რესურსებით მდიდარი და ღარიბი ქვეყნები)

ისტორია (ბიბლიური წარღვნა, საზღვაო ომები, გოგირდიანი თბილი წყლის როლი თბილისის დაარსებისა თუ გაძლიერების საქმეში, საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის განვითარების ისტორია)

ეკოლოგია (დედამიწის წყლის მარაგთან მოპყრობის საკითხები, ლოკალური და გლობალური საფრთხეები)
ეკონომიკა (წყლის ტრანსპორტის როლი მსოფლიო ეკონომიკაში, სასმელი წყლის მსოფლიო ბაზარი)

ქართული ენა და ლიტერატურა (წყლის თემა ქართულ ლიტერატურაში: ილია ჭავჭავაძე - ”ბაზალეთის ტბა”, ეგნატე ნინოშვილი - ”პალიასტომის ტბა”,ალექსანდრე ჭავჭავაძე - ”გოგჩის ტბა”, ნიკოლოზ ბარათაშვილი - ”ფიქრნი მტკვრის პირას” და სხვა)

რუსული ენა (წყალი რუსულ ხელოვნებაში, წყალთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგის გამდიდრება, შესაბამისი ლექსიკონის შექმნა ტექსტურ რედაქტორში)
ინგლისური ენა (წყალი ინგლისურენოვან ხელოვნებაში, წყალთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგის გამდიდრება, შესაბამისი ლექსიკონის
შექმნა ტექსტურ რედაქტორში)
გერმანული ენა (წყალი გერმანულ ხელოვნებაში, წყალთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგის გამდიდრება, შესაბამისი ლექსიკონის
შექმნა ტექსტურ რედაქტორში)

რელიგია (ბიბლიური წარღვნა ქრისტიანულ რელიგიაში, წყლით მონათვლა)

ხელოვნება (მარინისტები, ჩვენი ბავშვების თვალით დანახული და ასახული წყალი)
მუსიკა (წყლის თემა მუსიკაში. ”ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,” "გამოღმით შენ ხარ გაღმით მე..")

ფიზკულტურა (წყლის სპორტის
სახეობები, სპორტის ზამთრის სახეობები, მთამსვლელობის ისტორია, პოლუსების ათვისების ისტორია)

ინფორმატიკა (ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, საოფისე სამუშაოები, კომუნიკაცია)

4. მონაწილეთა ასაკი
: 12 - 16 წელი

5. ვადები/ხანგრძლივობა
: 2009 - 2010 სასწავლო წელი

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება და სამყაროს აღქმა, როგორც ერთი მთლიანის; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უკეთ შესწავლა (ინტერნეტში მასალის მოძიება და ჩამოტვირთვა, მასალის ატვირთვა, კომუნიკაციები, ბლოგის შექმნის შესწავლა, საოფისე სამუშაოები); ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების გაღრმავება; თარგმნა და ლექსიკური მარაგის გამდიდრება; მოპოვებული ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარების კულტურის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება


7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
: ექსკურსიები, ალბომები, ელექტრონული გაზეთი, ელექტრონული ალბომი, სკოლის გაზეთი, ჩანახატები, მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, ერთმანეთთან დაკავშირებული ვებ-ბლოგები (ყველა საგანში ერთი ან რამდენიმე ბლოგი)

8. სარგებელი სხვებისთვის
: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას და
სრულყოფილად შეისწავლიან ნივთიერება წყალს. მათ მიერ შექმნილ მასალას გამოიყენებს ყველა, ვინც დაინტერესებულია ამ უაღრესად აქტუალური თემით

9. სამუშაო ენა: ქართული


10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან


11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
: ფიზიკა, ქიმია,
ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, ეკოლოგია, ეკონომიკა, ქართული ლიტერატურა, ინგლისური, რუსული, გერმანული და სხვა ენები, რელიგია, ხელოვნება, მუსიკა, ფიზკულტურა

12. პროექტის ფასილიტატორი: ნარგიზ კახაძე


13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: verakakhadze@gmail.com, kaxadze@gmail.com


14. პროექტის ფორუმი:


15. პროექტის ვებ-ბლოგი: http://wyali70skola.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий